2013-2014 სასწავლო წელი
ჩემი პატარები უკვე მესამე კლასში არიან. ჩემთან ერთად ისინიც მოუთმენლად ელოდნენ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. მარიამმა და ოთომ ცეკვით ,,რაჭული" მიულოცეს მოსწავლეებს სწავლის დაწყება.
აქტიურად დაიწყო სასწავლო წელი ჩემთვისაც. ჩვენი სკოლის პედაგოგებმა დაწყებითი კათედრის საუკეთესო კლასის ხელმძღვანელად დამასახელეს და სიგელით დამაჯილდოვეს.
გული არც მოსწავლეებს დავწყვიტეთ და სკოლის ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისათვის დავაჯილდოვეთ.
ჩემმა მოსწავლეებმაც დაიმსახურეს მადლობის ფურცლები საზაფხულო არდადეგებზე შესრულებული დავალებების გამო.
წინ უამრავი საინტერესო დღე გველის .... აბა, დროებით !
Subscribe to:
Posts (Atom)
2 comments:
chemi nichieri ❤ ❤ ❤
უამრავ წარმატებას გისურვებთ!
Post a Comment