მე და ჩემს პატარა მოსწავლეებს ძალიან მოგვწონს სასწავლო პროექტებზე მუშაობა.
2016 წელი
ჩემ მიერ ინიცირებული საერთაშორისო პროექტი


  I-II კლასში განხორციელებული პროექტები :
,,ერთი დღე ჩემს ცხოვრებაში" -2012 წ. ,,მე    -ტოლერანტი" - 2013 წ. პარტნიორები განათლებაში - საქართველოს ფორუმი -Microsoft Partners in Learning Network კონკურში -გამარჯვებულთა შორის დასახელდა.
     მე-3 კლასში კი აქტიურად ჩავერთეთ სოციალურ ქსელში ,,facebook" გამოცხადებულ ბუნების დაცვასთან დაკავშირებულ სასკოლო პროექტში ,ისუნთქე 02" (4 მარტი- 7 ივნისი 2014 წ.) იხილეთ პროექტები 
   
     2013 წელს, როდესაც გავიგე საერთაშორისო პორტალის etwinning -ის არსებობა, სურვილი გამიჩნდა დავრეგისტრირებულიყავი მსურველთა შორის,  მომესმინა ტრენინგ-სემინარი პორტალზე მუშაობის შესახებ და ჩვენი ძალები მოგვესინჯა საერთაშორისო პროექტებშიც.
2014 წლის ოქტომბერში გავიარე ტრენინგი , სადაც ვისწავლე, თუ როგორ უნდა მომეძიებინა უცხოელი პარტნიორები, როგორ უნდა დავკავშირებოდი მათ, როგორ უნდა შემერჩია და გავწევრიანებულიყავი ჩემთვის საინტერესო პროექტში.
  გამიხარდა, როცა რამდენიმე ცდის შემდეგ გამომეხმაურა ლიტველი პარტნიორი და პროექტში ,,  Meeting new friends" ჩართვის დამადასტურებელი სერთიფიკატიც გამომიგზავნა.
პროექტის მიზანია: მოსწავლეები დაუკავშირდნენ  საზღვარგარეთ მცხოვრებ ახალ მეგობრებს,  ერთმანეთს გაუზიარონ  ახალი იდეები და გააუმჯობესოს მათი კომუნიკაციური უნარებიწერილების მეშვეობით.
პროექტის მსვლელობა : 1- სტუდენტების მისამართების გაცვლა  მასწავლებლის დახმარებით . 2-ოქტომბერში-სტუდენტები წერენ , საკუთარ თავს აცნობენ პარტნიორებს. 3.- ნოემბერი, პრეზენტაცია "ჩემი სკოლა" .მოსწავლეს შეუძლია PowerPoint -ში პრეზენტაცია ან ვიდეო შექმნას  4. დეკემბერი -უგზავნიან საშობაო მისალოც ბარათებს . 5. წლის იანვარ-თებერვალში - წერილების წერა მათი ოჯახის წევრებისათვის, აცნობენ საყვარელ საქმიანობას 6.მარტი- აპრილი-  პრეზენტაცია "ჩემი მშობლიური ქალაქი ან ჩემი ქვეყანა", მოსწავლეებმა უნდა გადაიღონ ფოტოები მათ მშობლიურ ქალაქში ან სოფელში და დაწერონ მოკლე აღწერილობა. 7. მაისი -   პრეზენტაცია მათი ახალი მეგობრების შესახებ,- მათი პრეფერენციები, პიროვნული თვისებები, ცხოვრების წესი, სკოლის ცხოვრება
მოსალოდნელი შედეგები: მთელი პროექტის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან სხვა ქვეყნების კულტურისა და ცხოვრების სტილს. ისინი გაიუმჯობესებენ კომუნიკაციისა  და წერის უნარებს.  მოუთხრობენ ერთმანეთს თავიანთი ცხოვრების სტილს, გაუზიარებენ საკუთარ აზრებსა და ემოციებს ახალ მეგობრებს.
   
         ჩემი სერთიფიკატი 

ეს კი ჩვენი და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების (ლიტვა, ნორვეგია, თურქეთი, საბერძნეთი) წერილები:





0 comments:

გვერდის სტუმრები