სკოლის ცხოვრებაში მშობლებელთა ჩართულობა მნიშვნელოვანია როგორც მოსწავლის შედეგების გაუმჯობესებისათვის, ასევე მშობლის უნარ-ჩვევების განვითარებისათვის.

,,ჩვენ ერთი გუნდი ვართ!" - ერთად ვზრუნავთ პატარებში წიგნიერების განვითარებაზე...

ნაწყვეტი ღონისძიებიდან მშობელთა ჩართულობით


2023-2024
ილუსტრირებული საანბანო წიგნის შექმნა მშობელთა ჩართულობით

















პროექტი ,,მოხალისე მშობელი".

 

,,მოხალისე მშობელთან " - ექიმ-თერაპევტ, ნანა ღოლიჯაშვილთან ერთად ჩატარებული გაკვეთილი , თემა: ნინო სურმავას ,,მიკრობები ყველგან ცხოვრობს!'

 

დაფაზე დავწერე სიტყვამიკრობი, ვთხოვე მოსწავლეებს ჩამოეწერათ, რა ახსენდებოდათ ამ სიტყვაზე; შემდეგ გაეზიარებინათ   მეწყვილესთან; წყვილებს შეჯერებული  მოსაზრება უნდა წარმოედგინათ . შემდეგ ყველას ნათქვამი დავაფიქსირე  დაფაზე, ასოციაციურ რუკაზე.

მოხალისე მშობელმა აჩვენა მიკრობების რამდენიმე ილუსტრაცია, ასაუბრა, თუ რა იყო მათზე გამოსახული, ხომ არ სურდათ, ასოციაციურ რუკისთვის  ილუსტრაციაზე მსჯელობის შემდეგ რამე დაემატებინათ. 

შემდეგ მოსწავლეებმა მარკირების მეთოდით წაიკითხეს და დაამუშავეს ტექსტი.

დამატებით შევთავაზეთ ანიმაციური ფილმი მიკრობებზე. შეკითხვებისა და მსჯელობის გზით განიხილეს მიკრობებზე მიღებული დამატებითი ინფორმაცია. 

 

გაკვეთილზე გამოყენებული იყო ვერბალურ-ვიზუალური სქემა, რისი საშუალებით აიხსნა ტექსტში მოცემული უცხო სიტყვები. გაკვეთილი კი შეაჯამეს აქტივობით -

3-2-1.

 

             

 

 

             



ცხობის დღე მშობლებთან ერთად"


კლასში  ვიმუშავეთ პრაგმატულ ტექსტზე ,,როგორ გამოვაცხოთ ბაჭია", დავაკვირდით რა ინგრედიენტები გამოიყენებოდა ფუნთუშებისთვის, როგორ უნდა დაგვეცვა ცხობისას თანმიმდევრობა. შემდეგ შევთავაზე დაეწერათ, თვითონ რა მასალას გამოიყენებდნენ, რომელ ცხოველს ან ფრინველს მიამსგავსებდნენ საკუთარ ნამცხვარს. გავითვალისწინეთ ერთმანეთის სურვილები ინგრედიენტების ცვლილებასთან დაკავშირებით, დედიკოებიც დავიხმარეთ და ერთობლივად გამოვაცხეთ მათთვის სასურველი ორცხობილები. 














     



                         


2019-2020 სასწავლო წელი

საახალწლო აქტივობა მშობლებთან ერთად

შემაჯამებელი გაკვეთილი კომპლექსური დავალებებით სემესტრის დასრულებისას  (1-ლი კლასი)

 

  • თოვლის პაპა ლაპლანდიიდან გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ გვესტუმრა, თუმცა მეგობარი დათუნია გამოგვიგზავნა . მოსწავლეებმა  დედიკოების დახმარებით ენობრივი პრაქტიკის მეთოდით , აქტივომა - მე-კალამის გამოყენებით , სწორედ ამ პერსონაჟებზე შექმნეს პატარა ტექსტი

  • კიდევ ერთხელ გაიხსენეს ქართული ანბანი და თავიანთი პატარა ხელებით გამოგვიცხეს შესწავლილი ასოები. რა თქმა უნდა ,დედიკოები აქაც დაგვეხმარნენ.

  • სანამ ასოები გამოცხვა, ნაძვის ხეც გავალამაზეთ კეთილი სურვილებით,   



May be an image of 1 ადამიანი             May be an image of 1 ადამიანი






            
                                                       


 
                           
          

                                                                                               
                                                                                                                                                      

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                      
    
                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                         
                                                                                                                                     

















  IV კლასში, მშობლებთან მორიგ შეხვედრაზე ვისაუბრეთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს მათ ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში, როგორ უნდა დაეხმარონ შვილებს კითხვითი და მათემატიკური უნარების განვითარებაში. 
გავაცანი G-pried –ის მოწოდებული რესურსები, საჩუქრად კი აქტივობების კრებული გადავეცი.










0 comments:

გვერდის სტუმრები