პრაქტიკული კვლევა
სსიპ გორის N8 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი
ვერა სომხიშვილი
კითხვითი უნარების შეფასება დაწყებით საფეხურზე - კითხვის უნარის დაუფლების პრობლემები და მათი გაუმჯობესება-მოგვარების გზები
კითხვითი უნარების შეფასება დაწყებით საფეხურზე - კითხვის უნარის დაუფლების პრობლემები და მათი გაუმჯობესება-მოგვარების გზები
სარჩევი
შესავალი
------------------------------------------------------------ 2
ლიტერატურის მიმოხილვა --------------------------------------------
2
პრობლემა და საკვლევი საკითხი
-------------------------------------4
პრობლემის შერჩევა
---------------------------------------------------5
კვლევის მეთოდები
----------------------------------------------------- 8
მონაცემთა შეგროვება და ანალიზი
--------------------------------- 9
კვლევის მიგნებები
----------------------------------- 10
ინტერვენციის დაგეგმვა
------------------------------------ 10
ინტერვენციის შედეგი და ანალიზი
--------------------------------10
რეკომენდაციები -------------------------10
დასკვნა-------------------------------------11
ბიბლიოგრაფია -----------------------11
დანართი -------------------12
პრაქტიკული კვლევა
კითხვითი უნარების
შეფასება დაწყებით საფეხურზე - კითხვის
უნარის დაუფლების პრობლემები და მათი გაუმჯობესება-მოგვარების გზები
შესავალი
წიგნიერება სწავლის საფუძველია.ყველაზე
მნიშვნელოვანი უნარი,რომელსაც ბავშვები სკოლაში სწაავლისას იძენენ,კითხვის უნარია.
სწორედ ამიტომაც სასკოლო განათლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი მოსწავლეთა
წიგნიერების განვითარების ხელშეწყობაა. წიგნიერების კვლევა საშუალებას გვაძლევს,სწავლების
საწყის საფეხურზე შევაფასოთ მოსწავლეთა კითხვის უნარი და ის კონტექსტი, რომელშიც მიმდინარეობს
ამ უნარის განვითარება (ოჯახი სასკოლო რესურსები, სწავლების მეთოლოგია და ა.შ), გარდავქმნათ
და გავაუმჯობესოთ კითხვის სწავლების პროცესი, რითაც ხელს შევუწყობთ,ერთი მხრივ, სწავლისა
და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას საშუალო განათლების მომდევნო საფეხურებზე და.
მეორე მხრივ, დავეხმარებით მოზარდს სოციალიზაციასა და პიროვნულ განვითარებაში.
წინამდებარე
ნაშრომი არის პრაქტიკული კვლევის ანგარიში. ნაშრომში განხილულია კითხვითი უნარების
პრობლემები , გადასაჭრელად დაგეგმილი და განხორციელებული ცვლილებები.
ლიტერატურის
მიმოხილვა
შეფასება ეფექტური სწავლების ერთ-ერთი საკვანძო ელემენტია.
კვლევებმა დაადასტურა , რომ რეგულარულ შეფასებას
მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მოსწავლეთა კითხვის უნარის განვითარებაში.
ნებისმიერ
სხვა უნართან შედარებით, კითხვის უნარი ყველაზე მეტად განაპირობებს სასკოლო პროგრამის
წარმატებით ათვისებას. უფრო მეტიც, კითხვის უნარი განსაზღვრავს თითოეული პიროვნების
ცხოვრების ტრაექტორიას, მის ეკონომიკურ კეთილდღეობას, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ეფექტური
მონაწილეობისა და თანაცხოვრების შესაძლებლობას. (PIRLS 2011 Results in
Reading, IEA, 2012)
კითხვის
უნარ-ჩევევების სათანადო განვითარება მოსწავლეთა აკადემიური წარმატების აუცილებელ წინაპირობას
წარმოადგენს. 2006 წლიდან საქართველო მონაწილეობას იღებს სხვადასხვა საერთაშორისო შეფასებაში,
მათ შორის, წიგნიერების საერთაშორისო კვლევაში (PIRLS). აღნიშნული კვლევების შედეგები ცხადყოფს, რომ საქართველოს სკოლებში აუცილებელია
კითხვის სწავლებისა და მოსწავლეთა სწავლის მიღწევების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.
PIRLS-ი ზომავს 9-10 წლის მოზარდების კითხვის უნარებს. იგი მსოფლიოს მასშტაბით
ტარდება 2001 წლიდან და მასში მონაწილეობას იღებს 40-ზე მეტი ქვეყანა. PIRLS-ი აფასებს მოსწავლეთა მიერ წაკითხულის გაგება-გააზრების უნარს შემდეგი
ოთხი მიმართულებით:
(1) ექსპლიციტურად
მოცემული ინფორმაციის პოვნა;
(2) უშუალო
დასკვნების გამოტანა;
(3) აზრებისა
და ინფორმაციის ინტერპრეტაცია საკუთარ ცოდნასთან ინტეგრირების საფუძველზე;
(4) ტექსტის ენის შეფასება და მხატვრული ხერხების გააზრება.
2006
წლის კვლევის მიხედვით, საქართველოში ბავშვების წიგნიერების საშუალო მაჩვენებელი
471 იყო, 2011 წლის პირლსის
(PIRRLS 2011) წიგნიერების კვლევის მიხედვით, 2006 წელთან შედარებით, საქართველოში
კითხვის უნარების მონაცემები გაუმჯობესდა ისეთი ქვეყნების მსგავსად, როგორიცაა დანია,
ნორვეგია, აშშ, ბრიტანეთი და სხვა. ეს შედეგი 17 ქულით გაიზარდა და 488–ს უტოლდება.
როგორც ცნობილია, მჭირდო კავშირი არსებობს შეფასებასა და სწავლების პროცესს შორის. მნიშვნელოვანია,
რომ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს კარგად ესმოდეთ შეფასების აზრი და მიზანი. როგორც
გოუერი და საფიერი (2010) აღნიშნავენ, შეფასება სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესების
მძლავრი ბერკეტია.
დ. უზნაძის
მიხედვით,
სწავლა
ადრეული
ბავშვობიდან იწყება, მაგრამ დასრულებულ შინაარსს
სკოლის
გარემოში
იძენს.
ამ
პერიოდში
სწავლა
ქცევის
ძირითად
ფორმად
იქცევა.
სწავლა
არა
მხოლოდ
რაიმე
ცოდნის
შეძენას
გულისხმობს, არამედ შესაძლებლობების
შეძენასაც, უნარების განვითარებასაც,
ამიტომ
სწავლის
პროცესში
არა
მხოლოდ
კონკრეტული ცოდნის ან ჩვევის დაუფლება ხდება, არამედ
მოსწავლის იმ უნარებისა და შესაძლებლობების („ძალების”) განვითარებაც, რომლებიც სწავლის პროცესში
მონაწილეობს. უფრო მეტიც – უზნაძის აზრით,
სწავლაში
ძირითადი
სწორედ
ამ
უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებაა
(დ. უზნაძე, 2003, გვ.415).
ამ ძალების განვითარებისათვის კი საჭიროა მასწავლებელმა
შეაფასოს მოსწავლე და უჩვენოს მას საკუთარი შესაძლებლობების სრულყოფის გზა.
განათლების
სპეციალისტები გოუერი და საფიერი (2010), შეფასებას მასწავლებელთა რეპერტუარის გაფართოებისა
და მოდერნიზაციის ყველაზე მძლავრ ბერკეტად განიხილავენ. მათი აზრით, შეფასების სისტემა
პედაგოგებს აიძულებს სწავლების მკაფიო მიზნები დაანახონ. შეფასება კარნახობს მათ, თუ
რა ასწავლონ, როგორ ასწავლონ, რა დრო დაუთმონ ცალკეულ თემებს და რომელი აქტივობების
შესრულება სთხოვონ მოსწავლეებს. ამავდროულად მოსწავლეების მრავალფეროვანი და ხშირი
შეფასება ხელს უწყობს მათ განვითარებას (ეროვნული
სასწავლო გეგმის VII
თავის , 27- ე, 28, - ე მუხლების მიხედვით)
მოსწავლის შეფასების
მთავარი მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის მართვა, რაც გულისხმობს, ერთი მხრივ, სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვას და, მეორე მხრივ,
სწავლა-სწავლების ხარისხის მონიტორინგს. შეფასება უნდა იძლეოდეს ინფორმაციას
მოსწავლის ინდივიდუალური პროგრესის შესახებ, გამოავლინოს, რამდენად ახერხებს
მოსწავლე საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების დამოუკიდებლად შეფასებას, ასევე
რამდენად გააზრებულ და ეფექტიან ნაბიჯებს დგამს იგი საკუთარი წინსვლის
ხელშესაწყობად;
განმავითარებელი შეფასების აუცილებლობას დაწყებით საფეხურზე
ამყარებს ვიგოდსკის თეორია. იგი ეხება ბავშვის განვითარების დონეებს. მასწავლებლის
მთავარ ფუნქციას წარმოადგენს დაეხმაროს მოსწავლეს სირთულეების დაა ამ პროცესში დიდი
მნიშვნელობა სოციალურ კომუნიკაციას ენიჭება. ბავშვის დახმარება კი მისი წახალისებით,
კონკრეტული შენიშვნით, კომენტარებით უნდა მოხდეს (მპგც,2008).
პრობლემა და
საკვლევი საკითხი
თითქმის ყველა
კლასში
არიან
მოსწავლეები,
რომლებიც
სწავლაში
საგრძნობლად
ჩამორჩებიან
თავიანთ
თანატოლებს,
უჭირთ
საგნების
სწავლა,
აქვთ
დაბალი
მოტივაცია
და,
შესაბამისად,
ვერ
აღწევენ
სახელმწიფოს
მიერ
განსაზღვრულ
საგანმანათლებლო
მიზნებს.
კვლევებმა
დაადასტურა,
რომ
ამგვარი
წარუმატებლობის
ერთ-ერთი
უმთავრესი
მიზეზი
მოსწავლეთა
შორის
კითხვის
უნარის
არასათანადო
ფლობაა.
ეს
პრობლემა. როგორც ქართული
ენის მასწავლებლისთვის , ჩემ წინაშეც წარმოიშვა. ამიტომ გადავწყვიტე აღნიშნული კვლევის ჩატარება ჩემს სადამრიგებლო კლასში. მაინტერესებდა, რა
შეიძლებოდა ყოფილიყო ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზები, ამის ზუსტად განსაზღვრისათვის
ჩამოყალიბდა კვლევის
მთავარი კითხვა :
რა არის კითხვის
უუნარობის გამომწვევი ფაქტორი?
კვლევის მთავარ კითხვის პასუხის გაცემისთვის და ინტერვენციის
დაგეგმვამდე საჭირო იყო ჩამომეყალიბებინა პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები.
საკვლევი
პრობლემის აქტუალობის დასადგენად მოსწავლეებთან ჩავატარე დიაგნოსტიკური
შეფასება , შემდეგ კი მოსწავლეებთან და მშობლებთან გავაკეთე კითხვარები. (იხ.დანართი 1), (იხ.დანართი 2) ჩატარებული გამოკითხვის შედეგად შევჯერდი, რა არის გასაუმჯობესებელი და
რა შეიძლება იყოს აღნიშნული პრობლემის გამომწვევი მიზეზები.
დიაგნოსტიკური შეფასებისა და მშობელთა და მოსწავლეთა გამოკითხვის საფუძველზე გამოიკვეთა რამდენიმე ფაქტორი :
·
მოსწავლეებში
ფონოლოგიური უნარის არქონა;
·
ლექსიკური მარაგის
სიმცირე;
·
სახელმძღვანელოების
ტექსტების სირთულე;
·
ოჯახისა და მშობელთა ნაკლები
ჩართულობა მოსწავლის სწავლის პროცესში;
პრობლემის შერჩევა
პრაქტიკული
კვლევა ჩატარდა სსიპ გორის N8 საჯარო სკოლის მეორე კლასში. კლასში
21 მოსწავლეა.
ჩემ მიერ ჩატარებული კვლევა გამომდინარეობდა კლასის
საჭიროებიდან. რეალურად არსებობდა პრობლემა
: კითხვის უნარის არასათანადო ფლობა.
იმისათვის, რომ გამეგო ,თუ რა სჭირდებოდა ცალკეულ მოსწავლეს,
გამოვიყენე დიაგნოსტიკური შეფასებები. ასეთი შეფასებები უკეთეს სურათს
მაწვდიდა მოსწავლის
კონკრეტული მიღწევების, ძლიერი და
სუსტი მხარეების,
გასაუმჯობესებელი ასპექტების შესახებ.
გასულ სასწავლო
წელს I კლასში წლის დასაწყისშივე ჩავატარე დიაგნოსტიკური
ტესტირება,
რითაც დავადგინე,
თუ რამდენად
იყვნენ მოსწავლეები მზად ახალი
ცოდნისა და
უნარების შესაძენად.
21 მოსწავლიდან კითხვის მაჩვენებლებით რისკის ჯგუფს მიეკუთვნებოდა - 19, საშუალო ჯგუფს -1 ,კარგ მკითხველთა ჯგუფს -
1.
გამოიკვეთა ფონოლოგიური პრობლემები: უმეტესობას გაუჭირდა ასო-ბგერების ამოცნობა,
სიტყვაში ბგერების
დანაწევრება, შესაბამისად სიტყვების ამოკითხვა,
თუმცა წიგნთან
მუშაობის საწყისი
უნარები უმრავლესობას გამომუშავებული ჰქონდა. ,
ამიტომ, სწავლების
პირველ ეტაპზე საგანგებო ყურადღება დავუთმე მოსწავლეთა ფონოლოგიური
უნარ-ჩვევების განვითარებას,
რაც კითხვისა და მართლმეტყველების საფუძველს წარმოადგენს. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობდა
მართლწერისა და, ზოგადად, წერითი მეტყველების უნარ-ჩვევების განვითარებას.
მოსწავლეები
ვამუშავე შემდეგი აქტივობებით: სიტყვებში რითმის ამოცნობა (ხელი-ბელი-დაფა), მარცვლების
სიტყვებად გაერთიანება (დე-და, რვე-უ-ლი), სიტყვების დამარცვლა, ტაშის დაკვრით მარცვალთა
რაოდენობის დათვლა. ჩამოთვლილ სიტყვებში ,ილუსტრაციებზე უნდა ამოეცნოთ სიტყვები, რომლებიც
შეიცავდნენ წინასწარ მითითებულ ბგერას,ან ზეპირ მარცვალს, უნდა ამოეცნოთ მითითებული
მარცვლის ან ბგერის ადგილმდებარეობა სიტყვაში (თავში, შუაში, ბოლოში), ახალი სიტყვის
მიღება მარცვლის დამატებით ან ჩამოცილებით და სხვა.
ფონოლოგიურ უნარებში
იგულისხმება სიტყვის შემადგენელ ბგერებსა (ფონემები) და მარცვლებზე ფოკუსირების,
ასევე ამ ბგერებით მანიპულირების უნარები. გამოვიყენე შემდეგი აქტივობები : სიტყვის პირველი და ბოლო ბგერების იდენტიფიცირება,
მსგავსი ბგერების ერთმანეთისგან გარჩევა, ბგერების ერთმანეთზე გადაბმა, სიტყვის ბგერებად
ან მარცვლებად დანაწევრება და სხვა.
ფონოლოგიური უნარები აუდიტორულია (სმენითი) და არ უკავშირდება
დაწერილ ტექსტთან ურთიერთობას. ეროვნეული სასწავლო გეგმის მიხედვით განსაკუთრებული
ყურადღება უნდა მიექცეს ფონოლოგიური უნარების განვითარებას, რათა მოსწავლეს განუვითარდეს
ფონემური ცნობიერება (ზეპირი მარცვლების, ბგერების აღქმისა და გამოყენების უნარი).
ფონემური ცნობიერების განვითარება მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მოსწავლემ ანბანური
პრინციპი გაიგოს ასოს, ანუ გრაფიკული ერთეულის მიმართება ბგერასთან, ანუ ხმოვან ერთეულთან, (ეროვნული
სასწავლო გეგმა, სასწავლო გეგმა ქართული ენა დალიტერატურა)
რაც შეეეხებ ანბანის
ცოდნას, საწყის ეტაპზე კითხვის სწავლების უპირველესი
მიზანია მოსწავლეებში წერილობითი ტექსტის გაშიფვრის უნარის გამომუშავება.
ანბანის ცოდნა ეს არის დაწერილი ასოს დაკავშირება შესაბამის
ბგერასთან, ანუ ასოებსა და ბგერებს შორის მიმართებების ( ანბანური პრინციპის) გაცნობიერება.
უნარი ასევე გულისხმობს ანბანური პრინციპის გამოყენებას კითხვისა და წერის პროცესში.
კითხვის ამ კომპონენტის ფლობის გარეშე შეუძლებელია სიტყვების დეკოდირება და კითხვის
ტექნიკის განვითარება. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით გაშიფვრა, იგივე დეკოდირება
არის სიტყვის გრაფიკული ხატის აკუსტიკურ ხატად კონვერტირება, ანუ ასოების ამოცნობა
და მათი დაკავშირება შესაბამის ბგერებთან; ბგერების სიტყვად გამთლიანება, აკუსტიკური
ხატის სიტყვის მნიშვნელობასთან დაკავშირება.
ამ უნარის განსავითარებლად
გამოვიყენე შემდეგი აქტივობები: თავდაპირველად მოსწავლეებს გავაცნობიერებინე, რომ წიგნში მხოლოდ ნახატები კი არ გვიყვება ამბავს,
არამედ უფრო მეტად ნაბეჭდი სიტყვები, კითხვის სწავლებისათვის გამოვიყენე დაბალანსებული მიდგომა
დაბალანსებული/ ,,მთელი-ნაწილი-მთელი“ მიდგომა კითხვის სწავლება-სწავლის პროცესში აერთიანებს დაღმავალი და აღმავალი მიდგომების ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტებს- ერთი მხრივ,მთლიანი ტექსტის აღქმასა და დამუშავებას, მეორე მხრივ კი, მისი შემადგენელი სიტყვებისა და ასო-ბგერების დეკოდირებაზე ვარჯიშს. განსსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთი საკითხავი მასალის შერჩევას, რომელიც შეესაბამება 5-6 წლის ბავშვის თემატურ ინტერესებს, ყოფით გამოცდილებას, ენობრივ კომპეტენციებს, მაგალითად, მოთხრობები და ზღაპრები,
ლექსები, გამოცანები, საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტები გარემოში არსებულ ნივთებსა
და მოვლენებზე. ყურადღება უნდა გამახვილდეს ტექსტების მოცულობაზე, მის სტრუქტურის სიმარტივეზე,
შრიფტის ზომაზე, სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებაზე, ილუსტრაციების გამომსახველობით
მხარეზე. აქედან გამომდინარე ტექსტი უნდა იყოს მცირე ზომის, მოკლე და მარტივი წინადადებებით
აგებული, ხშირი და ნაცნობი სიტყვებით შედგენილი, მსხვილი ასოებით დაწერილი, ილუსტრირებული.
ანბანისა და სიტყვების
წაკითხვისათვის ვიყენებდი შემდეგ აქტივობებს :
ასოების დალაგება
( მოსწავლეებს
ვუჩვენებდი სურათიან ბარათებს, იქვე არეულად ვუმაგრებდი სურათის შესაბამის ასოებს
არეულად. მოსწავლეს უნდა გამოეყენებინა ფონოლოგიური
უნარი, კერძოდ, ბგერებად დაშლის უნარის დაკავშირება ანბანის (ასო-ბგერების) ცოდნასთან
, სწორად დაელაგებინა და აეწყო სიტყვა.
ანბანის ფურცლები
( მოსწავლეებს თითოეულ შესასწავლ ასო-ბგერაზე უნდა მოეფიქრებინათ შესაბამისი სიტყვები
და დაეხატათ ან დაეწერეთ, შეგროვილი ფურცლები ავკინძეთ და შევქმენით პატარა წიგნები)
ანბანი წრეში
( მოსწავლეებს ვსხავდი წრეზე , ბარათებზე დაწერილ ასოებს ვათავსებდი ტომარაში , ბავშვები
სათითაოდ იღებდნენ ტომრიდან ასოებს, ჯერ ასახელებდნენ ასო-ბგერებს, შემდეგ მასზე დაწყებულ
სიტყვას)
ყირამალა და მისი
ვარიაციები ( სიტყვის ბარათებს დაფაზე ვუკრავდი თავდაყირა, მოსწავლეებს
კი უნდა გაეშიფრათ, ვწერდი სიტყვებს არეული ასოებით, მათ კი უნდა დაელაგებინათ, დაფაზე
ვწერდი სიტყვებს გამოტოვებული თანხმოვნებით, ბავშვებს უნდა დაესახელებინათ ნაგულისხმევი
სიტყვა.
კითხვის სწავლების პერიოდში გამოვიყენე შემდეგი აქტივობები : ენობრივი
პრაქტიკა, დიდი წიგნების ერთობლივი კითხვა, საჩვენებელი სამოდელო კითხვა, ერთობლივი
წერა, თამაშები ელვა-ბარათებით, აქტივობა ,,ბინგო“ და სხვა.
შესაბამისად, წლის
ბოლოს ჩატარებულმა დიაგნოსტიკურმა ტესტირებამ უკეთესი შედეგი მიჩვენა : მოსწავლეებს
გაუმჯობესებული ჰქონდათ ფონოლოგიური უნარები, გააცნობიერეს ანბანური პრინციპები.
კლასი I
|
მოსწ.
რაოდენობა
|
ანბანის ცოდნა
|
სიტყვების ბგერებად
დანაწევრება
|
სიტყვების წაკითხვა
|
||||||
რ
|
ს
|
კ
|
რ
|
ს
|
კ
|
რ
|
ს
|
კ
|
||
პედაგოგი
ვ.სომხიშვილი
|
21
|
0
|
1
|
20
|
0
|
0
|
21
|
2
|
4
|
16
|
რაც შეეხება მეორე
კლასს, დიაგნოსტიკურმა
ტესტირებამ მიჩვენა, რომ წლის დასწყისში
21 მოსწავლიდან კითხვის მაჩვენებლებით რისკის ჯგუფს მიეკუთვნებოდა - 13 ,საშუალო ჯგუფს - 7, კარგ მკითხველთა ჯგუფს - 1
მოსწავლეებს უჭირდათ სიტყვების ამოკითხვა ( რთული სიტყვების
: 6 ასოზე მეტი, თანხმოვანთა კომპლექსის ...) , არ ჰქონდათ სათანადო ლექსიკური მარაგი.
როგორც აღმოჩნდა არდადეგების პერიოდში ნაკლებად მეცადინეობდნენ
კითხვითი უნარების განვითარებისათვის.
მომიწია ფონოლოგიურ უნარებზე ვარჯიში,
ვიყენებდი სიტყვის დეკოდირების ძირითად სტრატეგიებს :
სიტყვის ასო-ასო ამოკითხვა (ანბანური პრინციპის, ანუ ასოებსა
და ბგერებს შორის მიმართებების გამოყენება სიტყვის დეკოდირებისათვის. მოსწავლე ჯერ
გამოიცნობს თვალით აღქმულ თითოეულ ასოს და ,,გამოიხმობს“ შესაბამის ბგერას. შემდეგ
ხმამაღლა (ფონოლოგიური დეკოდირება) ან უხმოდ გადააბამს ასო-ბგერებს და სიტყვაში გაამთლიანებს
მათ).
ვამუშავებდი
ცნობადი და ხშირი სიტყვების ავტომატურად
წაკითხვაზე, ვიყენებდი აქტივობას ,სიტყვების
წაკითხვა წყვილებში“, დაფაზე ვწერდი სიტყვებს, მომზადებული მქონდა ბარათები იმავე
სიტყვებით, წყვილები გამოდიოდნენ, ერთი
კითხულობდა, ხოლო მეორეს დაფაზე უნდა ეპოვა შესაბამისი სიტყვა და შემოეხაზა.
,,კონტექსტური მინიშნების გამოყენება ( ტექსტის წინადადებების, ილუსტრაციების,
სხვა ნაცნობი სიტყვების გამოყენებით უცნობი სიტყვების ამოცნობა. ,,იპოვე წყვილები“ ( მაგიდაზე დალაგებულ ბარათებში
უნდა ეპოვათ ნახატებისა და სიტყვის ბარატების წყვილები)
სიტყვის
ნაწილების ამოცნობა- ნცნობ ასოთა ჯგუფების გამოყენება სიტყვის დეკოდირებისას. მაგალითად,
მარცვლების, ასოთა კომბინაციების, სიტყვის ფუძის, აფიქსებისა და სხვა ნაწილების ცნობა
შეიძლება დაგვეხმაროს სიტყვის გაშიფვრაში.
კვლევის მიხედვით, აღწერილ სტრატეგიებს
შორის კითხვის ტექნიკის განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ანბანური
პრინციპის ეფექტურად გამოყენებას. კარგი მკითხველები ოთხივე სტრატეგიას იყენებენ, თუმცა
ასოების ავტომატურად ცნობა და გადაბმა ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტია სიტყვების ცნობის,
გაწაფული კითხვისა და, საბოლოოდ, გაგება-გააზრებისათვის.
შესაბამისად სასწავლო წლის ბოლოს გაუმჯობესდა კითხვის
მაჩვენებლები: რისკის ჯგუფს მიეკუთვნებოდა - 2 ,საშუალო ჯგუფს - 8, კარგ მკითხველთა ჯგუფს - 11
მეთოდები
კვლევის სანდოობის გაზრდის მიზნით მონაცემთა შეგროვების
მეთოდებად გამოვიყენე ფოკუს -ჯგუფი,მონაცემების ანალიზი,ინტერვიუ მოსწავლეებთან და კითხვარი
მშობლებისათვის.
ფოკუს - ჯგუფის ჩატარების
მიზანი იყო მიმეღო მშობლებისაგან ინფორმაცია, რომელიც დაგვეხმარებოდა კითხვარის შედგენაში.
ფოკუს - ჯგუფი იყო 6 მშობელი. მონაცემთა
შეგროვების აღნიშნული მეთოდის გამოყენების მიზანი იყო კითხვასთან დაკავშირებით მშობლების დამოკიდებულების (ზოგადი ფონის) შესწავლა,
რაც დამეხმარა
კვლევის სწორად წარმართვასა და კითხვარის მომზადებაში.
კითხვარები
მოვამზადე კლასის მშობლებისათვის და დავარიგე მშობელთა კრებაზე. მიმაჩნია, რომ კითხვარები
ზოგადად წარმოდგენას ქმნის მშობლების დამოკიდებულების და მოსაზრებების გასაგებად.
ინტერვიუმ მოსწავლეებთან
მომცა საშუალება განმესაზღვრა მათი დამოკიდებულება
კითხვის მიმართ.
მონაცემთა ანალიზით
შესაძლებლობა მომეცა შემეფასებინა , რამდენად ეფექტურად მიმდინარეობდა
სწავლა-სწავლება და კონკრეტულად რისი გაუმჯობესება იყო საჭირო აღნიშნულ პროცესში.
მონაცემთა ანალიზი
ინტერვიუმ მოსწავლეებთან საშუალება
მომცა განმესაზღვრა მათი დამოკიდებულება კითხვის მიმართ. აღმოჩნდა,რომ ყველა მოსწავლეს უყვარს , როდესაც უკითხავენ
წიგნებს. ყველაზე ხშირად მათ უკითხავს მასწავლებელი (80 %) , მხოლოდ მშობელთა 20% უკითხავს
შვილს.
რაც შეეხება მშობელთა კითხვარების შედეგებს, გამოკითხვამ
აჩვენა ,რომ მხოლოდ 30% ეხმარება შვილს კითხვისა
და წერის უნარების განვითარებაში, მხოლოდ
1 %ს დაჰყავს შვილი ბიბლიოთეკაში, წიგნს უკითხავს 40%.
კვლევის მიგნებები
მონაცემთა ანალიზისას გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი
მიგნება:
ü ლექსიკური
მარაგის არასათანადო ფლობა;
ü კითხვისთვის
ნაკლები დროის დახარჯვა;
ü მშობლების
ნაკლები ჩართულობა შვილებთან
შესაძლო ინტერვენციები
კვლევის პროცესში მიღებული ინფორმაციისა და მონაცემების
ანალიზის საფუძველზე, შევიმუშავე სავარაუდო ინტერვენციის რამდენიმე ვარიანტი :
·
ლექსიკაზე მუშაობის რეგულარობა;
·
სიტყვის გაგების სტრატეგიების შესწავლა, რაც მოსწავლეს შემდგომში დამოუკიდებლად მუშაობის საშუალებას მისცემს. ისინი
ამ გზით შეიძენენ კითხვისას უცნობი სიტყვების მნიშვნელობის ამოცნობის უნარ-ჩვევას, რაც გაუადვილებთ ტექსტის
გაგება-გაზრებას.
·
სასკოლო ბიბლიოთეკაში გაწევრიანება, საკითხავი
მასალის შერჩევა და კითხვის საათზე
წაკითხული ტექსტის შესახებ შთაბეჭდილებების გაზიარება
·
მშობელთა ჩართულობის გააქტიურება. კითხვის დღეების
მოწყობას, სადაც მშობლები წაუკითხავენ ნაწყვეტებს თავიანთი საყვარელი ნაწარმოებებიდან,
·
საკლასო
ღონისძიების დაგეგმვა და განხორციელება სადაც აუცილებელი იქნებოდა მოსწავლეთა
მშობლების ჩართვა
განხორციელებული
ცვლილებები
დაკვირვებამ აჩვენა, რომ გაიზარდა მოსწავლეთა მაჩვენებელი
კითხვაში, გახდნენ სასკოლო ბიბლიოთეკის აქტიური წევრები,კითხვის საათზე ვარჩევდით და
ვმსჯელობდით წაკითხულ წიგნებზე, იმატა მშობელთა
ჩართულობამ, კლასის სათზე შვილებთან ერთად კითხულობდნენ ნაწყვეტებს საყვარელი ნაწარმოებებიდან,
მონაწილეობა მიიღეს საანბანო, საშემოდგომა
და საგაზაფხულო ღონისძიებებში ,სადაც შვილებთან ერთად ჩაერთვნენ ინსცენირებებში.
რეკომენდაციები
ჩატარებული კვლევა გვაძლევს
ინფორმაციას, თუ რა კუთხით უნდა ვიმუშაოთ კითხვის უნარების გასაძლიერებლად :
- მოსწავლეები ვამუშაოთ ტექსტში ახალი სიტყვების
გაგებასა და ლექსიკური მარაგის განვითარებაზე
- ჩავატაროთ მოსწავლეთა დიაგნოსტიკური ტესტირება
,რათა გავიგოთ, რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს სწავლა-სწავლება
და კონკრეტულად რისი გაუმჯობესებაა საჭირო აღნიშნულ პროცესში.
- გავაძლიეროთ მშობლის ჩართულობა შვილის სწავლის
პროცესში
- მოვაწყოთ ყოველკვირეული და ყოველთვიური შეხვედრები
მშობლებთან ბავშვის კითხვასთან დაკავშირებული პრობლემების განსახილველად
- ჩავატაროთ მასწავლებლის ყოველთვიური ანგარიში მშობლისათვის
შვილის კითხვის უნარის განვითარების შესახებ;
- სწავლაში დამხმარე მასალად გამოვიყენოთ საბავშვო
გაზეთებისა და ჟურნალების;
- მოვაწყოთ საკლასო ბიბლიოთეკები დაწყებით კლასებში -მოსწავლეთა ინტერესების,
ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით შერჩეული კარგად ილუსტრირებული საბავშვო
წიგნებითა და ჟურნალ-გაზეთებით
დასკვნა
პრაქტიკული კვლევის საფუძველზე შემიძლია გამოვიტანო
დასკვნა, რომ კითხვის
უნარის დაუფლების პრობლემების მიზეზებია:
ü ლექსიკური
მარაგის არასათანადო ფლობა;
ü კითხვისთვის
ნაკლები დროის დახარჯვა;
ü მშობლების
ნაკლები ჩართულობა შვილებთან
აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად გადაიდგა გარკვეული
ნაბიჯები. გატარებული ინტერვენციების შეფასებისას გამოვლინდა, რომ მათი უმრავლესობა
შედეგიანი იყო.
მოსწავლეთა კითხვის უნარების შეფასების სწორად შერჩეული სრტატეგიების, მეთოდების, საინფორმაციო
და საკომუნიკაციო საშუალებების მიზანმიმართული დაგეგმვა და გამოყენება ზრდის მშობელთა
და მოსწავლეთა ჩართულობას სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში. ეხმარება მასწავლებელს,
სწრაფად განსაზღვროს მოსწავლის არსებული დონე, აღმოაჩინოს მისი სუსტი მხარეები და მიიღოს
სწრაფი გადაწყვეტილებები სწავლება- სწავლაში ჩავარდნების გამოსასწორებლად.
იმისთვის, რომ ბავშვს კითხვის
მოტივაცია გაუჩნდეს, მის გარშემო ტექსტით მდიდარი გარემო უნდა არსებობდეს. სკოლები, განსაკუთრებით კი საკლასო სივრცეები, მნიშვნელოვანია
წიგნიერი გარემოს შესაქმნელად. მნიშვნელოვანია მდიდარი სასკოლო ბიბლიოთეკის ქონა. მნიშვნელოვანია სოციალური გარემოც. ბავშვებში კითხვის სურვილს
მნიშვნელოვნად განაპირობებს, თუ რამდენად ხშირად კითხულობენ მათი მშობლები, რამდენად
სიამოვნებთ მშობლებს კითხვის პროცესი, ესაუბრებიან თუ არა ისინი შვილებს საკუთარი გამოცდილების
შესახებ.
თავდაჯერებულ მკითხველად
ბავშვი მაშინ ყალიბდება, როცა მისთვის გასაგებ ტექსტთან ურთიერთობს. მნიშვნელოვანია
ისიც, თუ როგორ შეფასებას იღებს ის ირგვლივ მყოფებისგან. თუ მასწავლებელი, მშობელი
ან თანატოლი აღნიშნავს იმას, რაც მოზარდს კარგად გამოსდის კითხვისას და არ იქნება მომართული
ნაკლის აღმოჩენაზე, ეს მნიშვნელოვნად წაადგება ბავშვის თავდაჯერებულობას.
კითხვის უნარსა და კითხვის
მიმართ დადებით განწყობას მნიშვნელოვნად განაპირობებს, თუ როგორ ასწავლიან კითხვას
სკოლებში. მნიშვნელოვანია, მასწავლებლებმა იზრუნონ, რომ მოსწავლეებმა სკოლის შემდეგ
მათთვის საინტერესო წიგნები იკითხონ. კარგი აზრია მოსწავლეებს შორის წიგნების გაცვლის
ორგანიზება და ამისთვის სასკოლო ბიბლიოთეკის წიგნების მაქსიმალურად გამოყენება. ასევე,
მრავალ სკოლაში არის იმის შესაძლებლობა, რომ მოსწავლეებმა ინტერნეტში ჩართული კომპიუტერების
საშუალებით წაიკითხონ მათთვის საინტერესო ნაწარმოებები ან საინფორმაციო ტექსტები.
ვფიქრობ, შემუშავებული რეკომენდაციები ხელს შეუწყობს როგორც საკუთარი, ისე კოლეგების პედაგოგიური პრაქტიკის
გაუმჯობესებას; სკოლაში თანამშრომლობას, სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებას; მოსწავლეთა
შედეგების გაუმჯობესებას.
მნიშვნელოვანი იქნება გაგრძელდეს კვლევა და შევისწავლო რა შედეგებს მომცემს განხორციელებული
ცვლილებები. აღნიშნული კვლევის შედეგების გამოყენება შეუძლიათ მასწავლებლებს, რომლებშიც
ანალოგიური პრობლემა დგას და მისი გამომწვევი მიზეზებიც იდენტურია.
ბიბლიოგრაფია
1. ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და
კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი“ ნაწ. II
2. როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები
3 მაისი, 2015 სოფიკო ლობჟანიძე
4. PIRLS 2011 ,,wigniereba.P kiTxvaSi moswavleTa
miRweva da masze zemoqmedi faqtorebi~
6. სასწავლო-მეთოდოლოგიური რესურსის კრებული - კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით
საფეხურზე I-VI კლასები ,2015 წ (G-pried) გვ.31. გვ.65გვ.327
7. მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფის ხელმძღვანელობა - ფასილიტატორის გზამკვლევი,
თბილისი ,2015 (G-pried)
დანართი 1
გასაუბრება კითხვის გარშემო
მოსწავლე
---------------------------------------------------------------- კლასი ----
პედაგოგი ვერიკო სომხიშვილი
·
გიყვარს როცა გიკითხავენ?
----------------------------------------------------
·
როგორი წიგნები გიყვარს?
-----------------------------------------------------
·
რომელია შენი საყვარელი
წიგნი ?-----------------------------------------------
·
ვინ გიკითხავს ყველაზე
ხშირად? --------------------------------------------
·
ვისი წაკითხული გიყვარს
? ----------------------------------------------------
·
რას კითხულობ ახლა?
----------------------------------------------------------
·
შენი აზრით, ბევრი
წიგნი გაქვს წაკითხული? ------------------------------
·
მოდი, გაიხსენე რამდენიმე
წიგნი, რომელიც წაგიკითხავს ---------------
·
მოდი, გაიხსენე რამდენიმე
წიგნი, რომელიც წაგიკითხეს -----------------
-------------------------------------------------------------------------------------
·
რომელია შენი საყვარელი
პერსონაჟი და რატომ? --------------------------
-------------------------------------------------------------------------------------
დანართი 2
კითხვარი მშობლისთვის
ძვირფასო მშობლებო,
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას თემაზე : კითხვითი უნარების შეფასება დაწყებით საფეხურზე - კითხვის უნარის დაუფლების პრობლემები და მათი
გაუმჯობესება-მოგვარების გზები. თქვენი მონაწილეობა მნიშვნელოვანია კვლევის წარმატებით განხორციელებისათვის.
ამ კითხვარის შევსებით თქვენ მიზნის მიღწევაში დაგვეხმარებით.
რამდენად ხშირად იღებთ თქვენს შვილთან ერთად მონაწილეობას
შემდეგ აქტივობებში:
არასდროს
|
იშვიათად
|
ზოგჯერ
|
ხშირად
|
ყოველთვის
|
|
ვეხმარები კითხვის უნარების განვითარებაში
|
|||||
ვეხმარები წერის უნარების განვითარებაში
|
|||||
ვმონაწილეობ საკლასო აქტივობებში
|
|||||
წიგნს ვუკითხავ შვილს
|
|||||
ბიბლიოთეკაში მიმყავს
|
|||||
ტელევიზორში სასწავლო პროგრამებს ვუყურებ ჩემს შვილთან ერთად
|
|||||
თვალყურს
ვადევნებ შვილს გაკვეთილის
მომზადებისას
|
დაწყებითი კლასების პედაგოგი ვერიკო სომხიშვილი
Subscribe to:
Posts (Atom)
0 comments:
Post a Comment