,,სილუეტების თეატრი“         

აღწერა :
ü  მოსწავლეებთან ერთად შევარჩიე ტექსტები : ირმა მალაციძის ,,კუსუნას ციხე-სიმაგრე „ და ვასო გულეურის ,,ჩანთა“
ü  ჩამოვწერეთ პერსონაჟების სია და ნაწარმოებების მოვლენები
ü  მოვამზადეთ თეჯირი (ეკრანი), ხის ჩარჩოზე გადავაკარით ტილო , დავამაგრეთ ნათურები
ü  დავხატეთ პერსონაჟები, დეკორაციები, დავზეთეთ, გამოვაშერით, დავუმაგრეთ სამართავი ჯოხები
მოსწავლეებმა წაიკითხეს ტექსტი, გადაინაწილეს და დაისწავლეს როლები
ამ ტიპის აქტივობები არამარტო სასწავლო გარემოს შემოქმედებითად ორგანიზებას უწყობს ხელს, არამედ მოსწავლეებში ავითარებს შემოქმედებით, სოაციალურ, თანამშრომლობით , კომუნიკაციურ, გამართულად მეტყველების და დამოუკიდებლად მუშაობის უნარებს. 
სილუეტების  თეატრის გამოყენება შეიძლება ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფთან. არაჩვეულებრივი მეთოდია იმპროვიზირებული წარმოდგენებისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ მორცხვი და გაუბედავი მოსწავლეები იმდენად იჭრებიან როლში და იმდენად სიამოვნებთ თამაშის პროცესი, რომ თავდაჯერებულობა ემატებათ, რის გამოც სკოლა მათთვის კიდევ უფრო საყვარელი ადგილი ხდება.

საგანი:     ქართული ენა და ლიტერატურა

ძირითადი რესურსი/ტექსტი/:     ი.მალაციძის ,,კუსუნას ციხე-სიმაგრე“, ვ. გულეურის ,,ჩანთა“

თემა:  ფასეულობები, ურთიერთობები

შესაძლო დამატებითი თემატიკა:  სახალისო ამბები

კლასი: მესამე

სკოლა : სსიპ გორის N8 საჯარო

პედაგოგი:  ვერიკო სომხიშვილი

სამიზნე ცნება: 

ტექსტი

შედეგები:

( I 2;  I 3; I 4; I 5; I 6; I. 7; I. 8; I. 9; I. 12; I. 13; I. 14; I. 15)

 

ქვეცნება: „ ეპიზოდი, პერსონაჟი, მთხრობელი

 

საკითხი: ეპიზოდების გათამაშება შერჩეული პერსონაჟების როლის მორგებით.

საკვანძო შეკითხვები: როგორ წარმოვიდგინო თავი პერსონაჟად?  როგორ გავითამაშო პერსონაჟის როლი?

 

კომპლექსური დავალების პირობა:

ჯგუფის წევრებთან ერთად   ი. მალაციძის  მოთხრობიდან ,,კუსუნას ციხე-სიმაგრე“ და ვ.გულეურის მოთხრობიდან ,,ჩანთა“   გაინაწილეთ როლები, მოამზადეთ საჭირო ატრიბუტები( პერსონაჟის ფიგურები, თეჯირი, დეკორაციები) )  და  გაითამაშეთ   შერჩეული ნაწარმოებები. 

გათამაშებისას:

·         ინტონაციის გამოყენებით და ფიგურების მოძრაობით წარმოაჩინე გრძნობა ან განწყობა, რომლითაც პერსონაჟი თუ მთხრობელი  წარმოთქვამს სიტყვებს, წინადადებებს.

წარმოდგენის შემდეგ ისაუბრე:

 

Ø  რამდენად დაგეხმარა როლის მორგება ტექსტის უკეთ გაგებაში - რა აღმოაჩინე ახალი, რისთვისაც მანამდე ყურადღება არ მიგიქცევია (მკვ. 1,4).

Ø  რა მინიშნებებზე დაყრდნობით ამოიცანი პერსონაჟის თუ მთხრობლის ემოციები (მკვ. 2);

Ø  რა ხერხები გამოიყენე დავალების შესასრულებლად (მკვ. 3)

 




 

0 comments:

გვერდის სტუმრები