Monday, August 11, 2014
აბრაამ ლონკოლნის წერილი მასწავლებელს:
.. ჩემი შვილი დღეს იწყებს სწავლას სკოლაში
გარკვეული დროის განმავლობაში, მისთვის ეს არის თავგადასავალი, რომელიც მას სამყაროში ამოგზურებს.
ყოველი თავგადასავალი თავისთავში ომს, ტრაგედიასა და ტკივილს გულისხმობს.
ცხოვრების გასავლელად საჭიროა გქონდეს რწმენა,სიყვარული და მხნეობა.
ასე რომ, ძვირფასო მასწავლებელო! გთხოვთ, ჩაჰკიდეთ მას ხელი და ასწავლეთ მას .... ის რაც უნდა იცოდეს, ასწავლეთ მას – მაგრამ ფაქიზად, თუ შეგიძლიათ.
ასწავლეთ, რომ ყოველი მტრის საპირისპიროდ არსებობს მეგობარიც.
მან აუცილებლად უნდა გაიგოს,რომ ყველა ადამიანი კეთილი არ არის, ყოველი ადამიანი არ არის მართალი,თუმცა ასევე მსურს იცოდეს,რომ ყოველი არამზადას უკან გმირი იმალება.
ასწავლეთ მას,რომ ყოველი მტრის წილ ერთი მეგობარია.
ყოველი უღირსი პოლიტიკოსის წილ, მოიძებნება ღირსეული ლიდერი.
ასწავლეთ თუ შეძლებთ, რომ რომ 10 ცენტს, რომელიც საკუთარი ოფლით გამოიმუშავა, უფრო მეტი ფასი აქვს,ვიდრე დოლარს,რომელიც შემთხვევით იპოვნა.
ასწავლეთ, რომ სკოლაში ჯობს განიცადოს მარცხი, ვიდრე მოიტყუოს ან გადაიწეროს.
ასწავლეთ როგორი ღირსეული შეიძლება იყოს დამარცხება და უთხარით,რომ ისიამოვნოს გამარჯვებით.
ასწავლეთ იყოს თანამგრძნობი ადამიანებისადმი და ამავე დროს მტკიცე უხეშ ადამიანებთან.
გაათავისუფლეთ შურისაგან და თუ შეძლებთ ასწავლეთ რომ, დამარცხებაში შეიძლება იყოს დიდება და სასოწარკვეთა წარმატებაში.
ასწავლეთ მასხრად აიგდოს ცინიკოსები.
დაანახეთ, თუ შეძლება წიგნების სასწაული,მაგრამ ამავდროულად დაუტოვეთ დრო დაფიქრდეს ცაში მფრინავი ფრინველების, მზეზე მოფუსფუსე ფუტკრების, მწვანე მდელოებზე გაფურცქნული ყვავილების სასწაულზე.
ასწავლეთ საკუთარი იდეების რწმენა, იმ შემთხვევაშიც კი თუ მათ სხვები არ ეთანხმებიან.
ეცადეთ შესძინოთ მას სიმტკიცე და ნებისყოფა არ გაყვეს ბრბოს, როცა ყველა მის გარშემო ამას აკეთებს.
ასწავლეთ ყველა ადამიანის მოსმენა...და ამასთან კარგისა და ცუდის გარჩევასაც მიაჩვიეთ.
ასწავლეთ, როგორ შეიძლება გაყიდოს საკუთარი ინტელექტი და შესაძლებლობები რაც შეიძლება მაღალ ანაზღაურებად, თუმცა ისიც შთააგონეთ,რომ სულისა და გულის გაყიდვა არ შეიძლება.
მიეცით საშუალება გამოიჩინოს გამბედაობა არ მოითმონოს, და მიეცით მას საშუალება მოითმინოს როცა უნდა იყოს მამაცი.
უთხარით ჰქონდეს საკუთარი თავის რწმენა, რამეთუ ამით ღმერთისა და ადამიანთა მიმართ რწმენასაც არ დაკარგავს.
შეიძლება დიდი გამოწვევაა,მაგრამ ეცადეთ რაც თქვენს ძალთ არის,
ის ხომ ასეთი მშვენიერი პატარა ბიჭია - ის ჩემი შვილია !
ყველაფერი ახალი და უცნაური იქნება, იმედი მაქვს, რომ მას ფაქიზად მოეპყრობით.
ასწავლეთ,გულწრფელი ღიმილი.
თუ შეგიძლიათ, ასწავლეთ გაიცინოს როცა მოწყენილია და უთხარით,რომ ცრემლები სირცხვილი არაა.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
0 comments:
Post a Comment